მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიის ხელმძღვანელობით
დაიწყო ტრენინგები სახელწოდებით "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ” ქ. რუსთავში.
ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად.
ტრენინგები ტარდება რუსთავის № 20 საჯარო სკოლაში, კომპიუტერულ კაბინეტში.
